წლევანდელ საახალწლო კონცერტებში ძალიან ბევრი მომღერალი მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
კახა კალაძემ აღნიშნა, რომ წლევანდელ საახალწლო ღონისძიებებში მოსახლეობისთვის საყვარელი ყველა მომღერალი იქნება ჩართული და პოლიტიკური ნიშნით მომღერლების შერჩევის მავნე პრაქტიკა დაინგრევა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საახალწლო კონცერტში წელს მონაწილეობას მიიღებს ძალიან ბევრი მომღერალი. ჩვენ საბოლოოდ უნდა დავანგრიოთ ის სტერეოტიპი, რომ რაღაც გარკვეული პოლიტიკური შეხედეულებების გამო ხდებოდა მომღერლების არჩევა, ან არმოწვევა საახალწლო კონცერტებზე და ეს მავნე პრაქტიკა პირადად ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის არის მიუღებელი. გპირდებით, რომ წელს ძალიან ბევრი თქვენთვის საყვარელი მომღერალი იმღერებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.