გუშინ „ნიუსმაცნემ“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მსახიობ გუჯა ბურდულს თბილისის მერიამ მედიკამენტების დაფინანსებაზე უარი უთხრა. აღნიშნული შესახებ მსახიობის ქალიშვილი მაკა ბურდული სოციალურ ქსელში წერდა:
„თბილისის მერია მამას მედიკამენტების დაფინანსებაზე უარს ეუბნება, მუნიციპალიტეტის ჩინოვნიკები საახალწლო პრემიების მოლოდინში რას არ სჩადიან. დავრეკე და მითხრეს სამაგიეროდ ადრე დედა დავაფინანსეთო,“ – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ოჯახმა განაცხადა, აღნიშნული განცხადების შემდეგ კახი კალაძემ სრულად დააფინანსა მკურნალობის ხარჯები.
გუჯა ბურდულის მეუღლის თქმით, მსახიობს ყოველ თვე 500 ლარამდე ღირებულების მედიკამენტები სჭირდება.
წყარო:ნიუსმაცნე
კომენტარები