რეჟისორის გოგა ხაინდრავას განცხადებით, პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ არჩევნებზე პარტიული სიის წარდგენა გონივრული და სწორი ნაბიჯი იყო.
“ძალიან საინტერესოა, რომ დავით უსუფაშვილი – საპარლამენტო რესპუბლიკის მომხრე და რესპუბლიკური პარტიის და ახლა სხვა პარტიებში წარმოდგენილი საუბრობს ამაზე. საბედისწერო შეცდომა იყო 1989 წლის 9 აპრილის მერე კომუნისტურ პარტიაში შესვლა. პრემიერმა არათუ საბედისწერო შეცდომა, არამედ გონივრული ნაბიჯი გადადგა. ეს იყო გონივრული აქტი, რომელიც უნდა განახორციელოს პარტიულმა ლიდერმა”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
გუშინ არჩევანში დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ კვირიკაშვილმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა, როცა არჩევნებზე პარტიული სია წარადგინა.
კომენტარები