კრიტიკულად განწყობილი მხოლოდ ორი ექსპერტი აღმოვაჩინე და შევეცადე მათთან პოლემიკაში შესვლას, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
”ვფიქრობ, ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ბიზნესი იყო წარმოდგენილი მასშტაბურად, მთავრობის ეკონომიკური გუნდი ძალიან მომზადებული მოვიდა. ექსპერტიც ბევრი იყო, მაგრამ კრიტიკა აკლდა. კრიტიკულად განწყობილი მხოლოდ ორი ექსპერტი აღმოვაჩინე და შევეცადე მათთან პოლემიკაში შესვლას. მომავალში ვისურვებდი, რომ ”ნაციონალურმა მოძრაობამ” თავისი ექსპერტები აღარ დამალოს. გოცირიძე პირველივე ეკონომიკურ ფორუმზე შუიდან გაიპარა. დღეს არ მობრძანდა. მე მგონი, ასევე დაპატიჟებული იყო სერგო კაპანაძე, რომელიც ასევე ოპონირებს ხელისუფლების ეკონომიკურ გუნდს. კარგი იქნებოდა, რომ პროფესიონალებთან წარმოეჩინათ თავიანთი კრიტიკული მოსაზრებები”, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, მხოლოდ ორი ექსპერტი, ვინც დღეს ოპონირება გაუწია, ვახტანგ მეგრელიშვილი “გირჩიდან” და პაატა შეშელიძე იყვნენ.