2006 წლის 1-ელ აპრილამდე გაცემული მართვის მოწმობების გამოცვლის ვადამ, შესაძლოა, 2018 წლის 1-ელ აპრილამდე გადაიწიოს.
როგორც შსს-ს მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, პარლამენტი განიხილავს “საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც თავის მხრივ ე.წ. ტექდათვალიერებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხებადა ასევე, შესაძლოა, 2006 წლის 1-ელ აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა დამატებით კიდევ რამდენიმე თვე შეუნარჩუნდებათ. შესაბამისი წინადადება კენჭისყრის პროცედურის დაწყებისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა დააყენა, რაც მომხსნებელმა – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა გაიზიარა.
2006 წლის 1-ელ აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2018 წლის 1-ელ იანვრამდე უნარჩუნდებოდათ, თუ ამ ცვლილებებს დაამტკიცებენ გამოცვლის ვადა 1-ელ აპრილამდე გადაიწევს.