პანკისში სპეცოპერაციის დროს დაკავებულ კიდევ სამ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. სასამართლოზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერებული იყო.
პროცესი თავდაპირველად ღია იყო, თუმცა მოგვიანებით დაიხურა.
პროცესს მხოლოდ ბრალდებულების – რუსლან ალდამოვის, ბადურ ჩოფანაშვილის და რამაზ მარგოშვილის ახლობლები და ოჯახის წევრები დაასწრეს. პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ერთი დაკავებულის, ზურაბ გორნაკაშვილი პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე გაიმართა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სუს-მა 26 დეკემბერს 5 პირი დააკავა, აქედან 4 პანკისში, ერთი კი – თბილისში. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად.
კომენტარები