„თავისუფალი დემოკრატების“ აბაშის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ და წევრების ნაწილმა პარტიის რიგები დატოვეს. როგორც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე აბაშის რაიონული ორგანიზაციის პარტიის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ თამაზ შოთაძემ განაცხადა, გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ მათთვის ალასანიას პარტიის ხედვები და მიმართულებები მიუღებელია. შოთაძის განცხადებით, “თავისუფალი დემოკრატების” აბაშის რაიონული ორგანიზაცია დაიშალა. მისივე თქმით, ყველა მათგანი, ვინც პარტია დატოვა, „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ შეუერთდა.
კომენტარები