საქართველოს პრეზიდენტი ნათელა ჟორდანიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საფრგანგეთის ქართული ემიგრაციის გამორჩეული წარომადგენლის, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას ქალიშვილის ქალბატონ ნათელა ჟორდანიას გარდაცვალების გამო.
ქალბატონი ნათელა უშუალო მოწმე და მონაწილე იყო იმ რთული, დრამატული ათწლეულებისა, რაც სამშობლოსაგან დაშორებულმა ქართველებმა გმირულად განვლეს. მას წამითაც არ შეუწყვეტია სამშობლოზე ზრუნვა, საქართველოსთვის ყველაზე ავბედით პერიოდშიც კი არ განელებია საბოლოო გამარჯვების, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოპოვების რწმენა. მრავალ სხვა ამაგთან ერთად, ფასდაუდებელია მისი წვლილი ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის მამულიშვილურ საქმეში. მოხარული ვარ, რომ სულ ახლახანს მქონდა პატივი მისი პირადად გაცნობისა.
ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებ ქალბატონი ნათელა ჟორდანიას ნათელ ხსოვნას”, აღნიშნულია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.
კომენტარები