ნიკოლოზ მჟავანაძე პოსტს აქვეყნებს.
„რამდენიმე დღის წინ გერმანიაში გაასამართლეს 92 წლის კაცი, რომელიც მეორე მსოფლიოომის დროს ოსვენციმის ბანაკის დარაჯი იყო. მას 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. გერმანელებილოგინად ჩავარდნილ ნაცისტებსაც კი ასამართლებენ და ჩვენ რატომ გვიშლიანდამნაშავეების დასჯას, არ მესმის. „ნაციონალებს” ნაცისტებზე უარესი დანაშაულობები აქვთჩადენილი. აქ ვინმემ ნაციონალს ცუდად რომ შეხედოს, ამერიკის ელჩი გამოვარდება დაყვირილს იწყებს. კორცხელში მომხდარი ინციდენტი დღემდე სალაპარაკო თემად აქვს იანკელის. ნაციონალები რომ გალახეს, ეგ კარგად დაუნახავს, მაგრამ ვერ შეამჩნია, როგორსცემდნენ იმავე კორცხელში ყოფილი ხელისუფლების ზონდერები ოპონენტებს ხელკეტებით.იმავე პერიოდში ამერიკაშიც მოხდა კორცხელზე უარესი ინციდენტი. ტრამპის მომხრეებმა დამოწინააღმდეგეებმა ერთმანეთს სასტიკად სცემეს. ამის გამო რატომღაც არავინშეშფოთებულა, მათ შორის, არც ევროპა.
ამერიკისთვის ყველაფერი დასაშვებია, ჩვენ კი არაფრის უფლებას არ გვაძლევენ. დონალდტრამპი ამერიკელებს სამართლიანობის აღდგენას და ჰილარი კლინტონის დაჭერასჰპირდება. ტრამპი ამბობს, რომ კლინტონის ხელისუფლებაში ყოფნის დროს საბიუჯეტოსახსრები არამიზნობრივად იხარჯებოდა და კორუფციულ გარიგებებს ჰქონდა ადგილი.ასეთი განცხადებების გამო ჩვენს ხელისუფლებას ეუბნებიან, წარსულის ქექვას თავიდაანებეთო. ტრამპს კი არავინ არაფერი უთხრა. არადა ეს კაცი ხვალ შეიძლება ამერიკისპრეზიდენტი გახდეს.“