ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, საბურთალოზე რამდენიმე ქუჩას ხვალ გაზი გაეთიშება.
შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისის” ცნობით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 6 თებერვალს, 23:30 საათიდან, გაზმომარაგება შეუწყდება ბახტრიონის ქუჩა № 3/5, № 4, № 6/3, ბროლოსანის ქუჩა № 25/27, № 25/31, № 29, № 31, პეკინის ქუჩა № 7, № 9, № 11, № 13, № 15, № 17, № 17ა, № 19, № 21, პეკინის II კვარტალი კორპუსი № 6, № 7, № 8, № 10, № 11, ვახტანგ ჭაბუკიანის ქუჩა № 6, № 7, № 8, № 10, შარტავას ქუჩა № 2, № 4, № 6, № 14, № 14ა, კოსტავას ქუჩა № 72, № 74. № 76, კოსტავას № 75-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას და მიმდებარედ განთავსებულ კომერციულ ობიექტებს.
კომპანიის ინფორმაციით, გაზის მიწოდება აღდგება 7 თებერვალს, 10:00 საათიდან, ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.
„შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის“, – აცხადებენ კომპანიაში.
საბურთალოზე რამდენიმე ქუჩას ხვალ გაზი გაეთიშება
2018/02/05 18:42:58
კომენტარები
ნანახია: 1314 ჯერ