“დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა”, – ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ქარცივაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
“ამჟამად პაციენტი მკურნალობს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მისი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური. ოპერაცია ჩატარდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის გამო – გულ-მკერდის გამჭოლი ჭრილობა იყო. შესაბამისი სირთულის ოპერაცია ჩატარდა, ამჟამად სტაბილურია”, – განაცხადა ნიკოლოზ ქარცივაძემ.
კომენტარები