საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა იმ დეპუტატთა ვინაობა დაასახელა, რომლებმაც სესიები არასაპატიო მიზეზით გააცდინეს.
„თვის ბოლოს დეპუტატების მიერ გაცდენების შესახებ კეთდება განცხადება. მოგახსენებთ, რომ ივნისის თვეში პლენარულ სხდომებზე არასაპატიო მიზეზით დავით ბეჟუაშვილმა ორი სხდომა გააცდინა. ასევე ორი სხდომა არასაპატიო მიზეზით გააცდინდეს ვიქტორ დოლიძემ, გიორგი ვაშაძემ, გოგი ლიპარტელიანმა. რაც შეეხება კობა დავითაშვილს, გოგა ხაჩიძეს, პალიკო კუბლაშვილს, მათ არასაპატიო მიზეზით პარლამენტის სხდომები ოთხჯერ გააცდინეს. დეპუტატ ზურაბ ჯაფარიძეს სხდომა კი ექვსჯერ აქვს გაცდენილი“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, არსებული სისტემა არ იძლევა შესაძლებლობას, რომ სანქციები განხორციელდეს.
“ ჩვენ გვქონდა დახვეწის მცდელობა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ, რადგან საკმარისია პარლამენტის წევრმა დაწეროს ქაღალდზე, რომ პოლიტიკურ ბოიკოტზეა და მთელი წელი შეუძლია, არ იაროს პარლამენტში. მას არაფერი არ ემქურება. ამიტომ არის ამ საქმეში და სფეროში საყურადღებო დეტალები, რომელზეც იმედია, ვისმჯელებთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
დავით უსუფაშვილმა ის დეპუტატები დაასახელა, რომლებმაც სესიები არასაპატიო მიზეზით გააცდინეს
2016/06/24 22:26:21
ნანახია: 1729 ჯერ