გარდაცვლილი ომარ ქაფიაშვილის ძმა, მალხაზ ქაფიაშვილი „ისლამური დაჯგუფების“ წევრობას აპირებდა, – ამის შესახებ ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის დედამ ლია შამუგიამ ”პალიტრანიუსს” განუცხადა.
”მე ისიც მაქვს გაგებული, რომ მახოს უნდოდა „ისლამურ დაჯგუფებაში“ შესვლა. ჩვენ ფეისბუქზე სურათიც მოვიპოვეთ, მერე წაშალა ეს სურათები და ლანა დაბლოკა. წვერიანი ბიჭები დამანახა ლანამ სურათში. ომარი სულ ეჩხუბებოდა, თუ ბრძოლა გინდა, ჩემს გვერდით დადექი და იბრძოლეო. სულ ჰქონდათ ამაზე ჩხუბი ნუ მარცხვენო, ამის გაკეთება როგორ შეიძლებაო. უშლიდა ძალიან ამ „ისლამურ დაჯგუფებაში“ წასვლას. შეიძლება სრულიად ალალ-მართალია ეს ბიჭი, მაგრამ არ ვიცი”, – განაცხადა ლია შამუგიამ.
კომენტარები