არგენტინელმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ არგენტინის ეროვნულ ნაკრებს ტოვებს.
“ჩემთვის ეროვნული ნაკრებისთვის თამაში დასრულდა. მე გავაკეთე ყველაფერი, რაც შემეძლო, თუმცა ძალიან მტკივნეულია, როდესაც ჩემპიონობას ვერ აღწევ”, – განაცხადა ლიონელ მესიმ.
აღნიშნული განცხადება ლიონელ მესიმ მას შემდეგ გააკეთა, რაც ამერიკის თასის ფინალში არგენტინა ჩილეს ნაკრებთან დამარცხდა.
კომენტარები