სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის გასაცემად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განცხადებების მიღებას დღეიდან იწყებს. ატესტატის მისაღებად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში.
ატესტატის მისაღებად განაცხადი შეიძლება წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე სკოლადამთავრებულმა მოსწავლემ, ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, ან 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში – მშობელმა.
31 დეკემბრის ჩათვლით, მზა დოკუმენტი განცხადების ჩაბარებიდან მე-10 სამუშაო დღეს უფასოდ გაიცემა. ატესტატის ჩამოტვირთვა ელექტრონული პორტალიდანაც იქნება შესაძლებელი.
კომენტარები
