რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, პრემიერ მინისტრმა ბინალი ილდირიმმა და თურქეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა ხულუს აკარმა საგანგებო შეხვედრა გამართეს და ქვეყანაში შექმნილი ვითარება განიხილეს.
შეხვედრის შემდეგ ერდოღანმა მიმართვაც გაავრცელა. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, თავდასხმა, რომელიც ტერორისტებმა რამადანის წმინდა თვეში განახორციელეს, აჩვენებს იმას, რომ ტერორისტებს არაფერი წმინდა არ გააჩნიათ, მათ შორის არც რელიგია,
„ველოდებით, რომ მთელი მსოფლიო, პირველ რიგში კი დასავლეთის ქვეყნები , გვაჩვენებენ გადამწყვეტ პოზიციას ტერორისტულ ორგანიზაციებთან დაკავშირებით. თურქეთი გააგრძელებს ტერორიზმთან ბრძოლას , მიუხედავად იმ ფასისა, რასაც ამის გამო იხდის.
იმედი მაქვს, რომ სტამბოლის ტერაქტი იქნება შემობრუნების წერტილი ტერორიზმთან გაერთიანებული ბრძოლის საქმეში“- განაცხადა ერდოღანმა.