ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო“ სტამბოლის აეროპორტში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ „ინფორმირებულ წყაროებზე“ დაყრდნობით იუწყება.
ოფიციალურად ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დადასტურებულა.
შეგახსენებთ, რომ სტამბოლში 28 ივნისს მომხდარ ტერაქტს, ბოლო მონაცემებით, 41 ადამიანი ემსხვერპლა და 240 დაიჭრა. დაღუპულთა შორის 13 უცხოელია.
თურქეთში დღეს გლოვის დღე გამოცხადდა.
კომენტარები