მეგობრებს ირჩევენ, მაგრამ მეზობლებს – არა, – ასეთი განცხადება გააკეთა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელმა და „მრეწველთა პარტიის“ თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძემ შეკითხვაზე, თუ როგორი პოლიტიკური კურსი ექნება მის პოლიტიკურ პარტიას არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში.
ტყემალაძემ რუსეთ-თურქეთის მაგალითი მოიყვანა და განაცხადა, რომ კონსტრუქციული ურთიერთობა ყოველთვის შედეგიანია.
„მეგობრებს ირჩევენ, მაგრამ მეზობლებს – არა, აქედან გამომდინარე, უფრო ნორმალური დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მათთან. თურქეთ – რუსეთის ურთიერთობიდან გამომდინარე, შემიძლია მაგალითი მოგიყვანოთ – ისე უყვართ ერთმანეთი, როგორც, რა გითხრათ… მაგრამ სწორედ მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, ერთი მხარე წავიდა იმაზე, რომ ბოდიში მოიხადა. მეორე მხარემ მოუწოდა ხალხს, ნუ შეიკავებთ თავს თურქეთში ჩასვლისგანო, ტურიზმის განვითარების კუთხით ვამბობ ამას, თანამშრომლობა ბევრი მიმართულებით იძლევა შედეგს. ნატოს წევრი ქვეყანაა თურქეთი და იცით, თუ როგორი დაძაბული სიტუაცია ჰქონდა სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ, მაგრამ ამის განმუხტვაზეც იფიქრა და, აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ასე უნდა მივუდგეთ ყველაფერს“,- განაცხადა ტყემალაძემ.
ზურაბ ტყემალაძე – მეგობრებს ირჩევენ, მაგრამ მეზობლებს – არა
2016/06/30 13:34:05
კომენტარები
ნანახია: 1669 ჯერ