ბატონი ბიძინა ივანიშვილის ჩემთან შეხვედრამ მიმაღებინა გადაწყვეტილება, რომ მე შემიძლია ვიბრძოლო ამ გუნდში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ომარ ნიშნიანიძემ განაცხადა.
”მე ეს თავის დროზე დავაანონსე, რომ არ იყო გამორიცხული, ვინაიდან ბევრ საკითხში ჩვენი ხედვები ემთხვეოდა, თუმცა იყო განსხვავებული ხედვებიც. ბატონი ბიძინა ივანიშვილის ჩემთან შეხვედრამ მიმაღებინა გადაწყვეტილება, რომ მე შემიძლია ვიბრძოლო ამ გუნდში. გაცხადებული მაქვს, რომ ვაპირებ ქუთაისში სამი მაჟორიტარული ოლქიდან ერთ-ერთში, 47-ე ოლქში, ვიყარო კენჭი ”ქართული ოცნების” სახელით. მე ვაპირებ და ვნახოთ. ვერც უარს მეუბნებიან და არც ”ჰო” უთქვამთ ჯერჯერობით. ვერ დამიწუნებენ ვერც წარსულს, ვერც გამოცდილებას, ვერც სწავლა-განათლებას, ვერც ერთგულებას, ვერც ხედვას. ასე, რომ არ მესმის, რა უნდა ჰქონდეთ საწინააღმდეგო,” – განცხადა ომარ ნიშნიანიძემ.