საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს.
კითხვაზე, აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, პასუხები ასე გადანაწილდა: მონაწილეობას აპირებს – 84%, არ აპირებს- 8%; ჯერ არ გადაუწყვეტია – 7%; პასუხზე უარი თქვა 1%-მა.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ შიდაპარტიული კვლევა ჩაატარა საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრმა. კვლევის ფარგლებში გამოკითხულია 1 500 ადამიანი. კვლევა ჩატარდა 18-25 ივნისის პერიოდში.
კომენტარები