რუსეთი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.
ამის შესახებ თბილისში ვიზიტით მყოფმა რუსმა დეპუტატმა ნიკოლაი კოვალიოვმა ჟურნალისტებს, საპარლამენტო ასამბლეის სესიის დაწყებამდე განუცხადა.
„ვფიქრობთ, რომ გიგი წერეთელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელის პოსტზე ღირსეულ ადგილს დაიკავებს“, – განაცხადა რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრმა.
კომენტარები