იმედი მაქვს, კრიმინალების საკითხი არ იქნება ქართველებსა და გერმანელებს შორის ურთიერთობის დღის წესრიგში, – ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გერმანელი ჟურნალისტის მიერ გერმანიაში ქართველი კრიმინალების შესახებ დასმულ კითხვას.
„ნაბიჯები გადავდგით, რომ გერმანიასთან, ისევე, როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან, გაგვეღრმავებინა თანამშრომლობა, მათ შორის კრიმინალთან ბრძოლის თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს ძალიან სოლიდური სახელშეკრულებო ბაზა და შესაბამის სამსახურებს შორის პარტნიორობა, რაც გვაიმედებს, რომ ეს საკითხის არ იქნება ქართველებსა და გერმანელებს შორის ურთიერობის დღის წესრიგში“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
კომენტარები