გიორგი კვირიკაშვილი ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას ეხმაურება და აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს.
“დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. აბიტურიენტების ცხოვრებაში ახალი ეტაპი დგება, ამიტომაც ამ დღეს განსაკუთრებული მღელვარება ახლავს თან.
მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე და თითოეულ თქვენგანს გისურვოთ საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა და წარმატება.
დარწმუნებული ვარ, თქვენ აუცილებლად მიაღწევთ დასახულ მიზანს და საქართველოს თქვენი სახით განათლებული და საამაყო თაობა ეყოლება”, – წერს გიორგი კვირიკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
კომენტარები