საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში უცხო ქვეყნის მოქალაქე „გუდრონის“ მასაში ჩავარდა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ირანელი მამაკაცი სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდა.
მამაკაცი თავდაპირველად საგარეჯოს საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ თბილისში გადაიყვანეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს.
შემთხვევა გუშინ მოხდა.
„ინტერპრესნიუსი“
კომენტარები