ეს არის პარტიის საქმე, სადაც გადაწყვეტს, იქ ჩაატარებს ყრილობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გიგი წერეთელმა გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიის ყრილობა შესაძლოა დიდგორის ველზე ჩაატაროს.
„თუ განიხილება ვერსიები, იქნება ეს დიდგორი, შამქორი, რომელიმე სპორტის სასახლე, ოპერა თუ ა.შ. რამდენად საინტერესოა ეს ვინმესთვის, არ ვიცი. დიდგორს აქვს თავისი სერიოზული ისტორიული დატვირთვა, სხვას კი სხვა. ეს არის პარტიის საქმე, სადაც გადაწყვეტს იქ ჩაატარებს ყრილობას. ყველამ თავის პარტიას, თავის ადგილს და თავის საქმეებს მიხედოს“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
კომენტარები