მკვლელობა კანდელაკის ქუჩაზე – ერთ-ერთი ვერსიით, რომელიც ამ დროისთვის დაუზუსტებელია, 31 წლის მიხეილ ცხაკაია შეყვარებულის ყოფილმა ქმარმა მოკლა.
ამასთან, ცოტა ხნის წინ შსს-მ მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც მკვლელობის მოტივად შურისძიებაა დასახელებული.
შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. მკვლელობაში ბრალდებული, 1986 წელს დაბადებული ბექა დ., დაკავებულია.
გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული ძაღლს ასეირნებდა, რა დროსაც მკვლელობაში ბრალდებული სახლთან ელოდებოდა და მან გადაჭრილი სანადირო იარაღიდან ორი გასროლით გულმკერდისა და თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. მიხეილ ცხაკაია საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
წყარო: რუსთავი 2
კომენტარები