კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს სულხან მოლაშვილს საფრანგეთიდან დღეს, 23:30 საათზე საქართველოში ჩამოასვენებენ. პანაშვიდი 3, 4 და 5 ივლისს გაიმართება და მას ვაკე-საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
თბილისის მერია სულხან მოლაშვილის ჩამოსვენებასთან დაკავშირებით ორ ავტობუსს გამოყოფს. ავტობუსები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 23:00 საათიდან მივლენ.
კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი პარიზში, 29 ივნისს საავადმყოფოში გარდაიცვალა. სულხან მოლაშვილი პარიზში სამკურნალოდ რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა.
კომენტარები