ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის მეოთხე სართულიდან პაციენტი გადახტა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარის დეტალები უცნობია. აღნიშნულთან დაკავშირებით ინტერვენციული მედიცინის ცენტრში კომენტარი ამ დრომდე არ კეთდება.
მომხდარზე გამოძიება 115–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კომენტარები