შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, კიბერდანაშაული ისეთი დანაშაულია, რომელიც ყოველდღე ფერს იცვლის.
„ჩემი აზრით, ეს ისეთი დანაშაულია, რომელიც ყოველდღე ფერს იცვლის და ჩვენ აუცილებლად ერთი ნაბიჯით წინ უნდა ვიყოთ, უნდა ვფლობდეთ ინფორმაციასაც და ტექნოლოგიებსაც იმისთვის, რომ აღვკვეთოთ მსგავსი დანაშაული“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
შს მინისტრი დღესვე გამოვიდა ინიციატივით, რომ წელიწადში ერთხელ კიბერუსაფრთხოებისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართოს.
„კიბერდანაშაული თანამედროვე მსოფლიოს მთავარი გამოწვევაა და გამონაკლისი არც საქართველოა. ყოველდღიურად საქართველოში ეს პრობლემა უფრო მეტი სიცხადით დგება ჩვენს წინაშე და ამ გამოწვევის წინაშე ვდგებით“, – განმარტა გიორგი მღებერიშვილმა.
კომენტარები