თანამედროვეობის აღიარებული ფრანგი მწერალი, მიშელ უელბეკი საქართველოშია. მისი ვიზიტის ფარგლებში სხვადახვა ღონისძიებებია დაგეგმილი, 25 ივნისს უელბეკი ქართველ მკითხველს რუსთაველის თეატრში შეხვდება.
ფრანგი მწერალი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მოწვევით ჩამოვიდა.
საქართველო ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის საპატიო სტუმარია, რომლის ფარგლებშიც საფრანგეთისა და ნორვეგიის მწერლებს მასპინძლობს.
კომენტარები