იუსტიციის სახლის კუთვნილი ავტოსადგომი ფასიანი გახდა, თუმცა ფასიანი იუსტიციის სახლის თანამშრომლებისთვის ის უფასოა.
”ეს არის გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრი ისეთი მანქანა ჩერდებოდა იუსტიციის სახლის პარკინგზე, რომელთაც საერთოდ არ ჰქონდათ არანაირი კავშირი იუსტიციის სახლთან. ეს საკითხი ამ კუთხით აგვარებს პრობლემას. გარდა ამისა, იუსტიციის სახლში მოსულ მოქალაქეებს ინფრასტრუქტურა უნდა დახვდეს მოწესრიგებული. აქედან გამომდინარე, იუსტიციის სახლში მოსულ მოქალაქეებს მეტი თავისუფალი ადგილი დახვდებათ მანქანის გასაჩარებლად, ” – განაცხადა იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა, გივი აზაურაშვილმა.
იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ავტოსადგომის ტარიფები შემდეგია: 0-დან 45 წუთის ჩათვლით ავტოსადგომზე ავტომობილის გაჩერება უფასოა; 46 წუთიდან ერთი საათის ჩათვლით მომსახურება 1 ლარია; ერთი საათიდან 2 საათის ჩათვლით ავტოსადგომის ღირებულება 2 ლარს შეადგენს; 2 საათიდან 12.00 საათის ჩათვლით 3 ლარი, ხოლო 12.00 საათიდან 24 საათის ჩათვლით ავტოსადგომის მომსახურება 5 ლარს შეადგენს.