„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილმა შალვა ნათელაშვილის ოფისში მოლაპარაკების მაგიდა დატოვა.
სავარაუდოდ, ელისაშვილი მაჟორიტარ კანდიდატად დამოუკიდებლად იყრის კენჭს. ამ დრომდე პოლიტიკოსი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს და დამატებით განმარტებების გაკეთებას მომავალ კვირაში გეგმავს.
ელისაშვილის წასვლას ჯერჯერობით არ ადასტურებენ მოლაპარაკების მაგიდის წევრები. „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რომ „არ მაქვს ეს ინფორმაცია, მაგრამ მისი გადასაწყვეტია ვინ ეხვეწება, მსურველი ბევრია.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ „ვერ დაგიდასტურებთ ამ ინფორმაციას, არ მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია“.
„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი გიორგი გუგავა აცხადებს, რომ შეკრებები საკონსულტაციო ხასიათის იყო „ზოგს ესწრებოდა ელისაშვილი, ზოგს არა.
„მე ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნება ალეკო ელისაშვილით გადანაწილება მოხდეს, ასევე „ლელოთი“ თუ რომელიმე მათგანი არ იქნება ოპოზიციური შეთანხმების შესაძლებლობას არ დაანგრევს. მაღალი ალბათობით რაიმე ფორმატზე წამყვანი ოპოზიციური პარტიები მაინც შეთანხმდებიან.”
ოპოზიციური პარტიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დედაქალაქის მაჟორიტარულ ოლქებში კონსოლიდაციას გეგმავენ.
უკვე ცნობილია რომ ორი ოლქი „ნაციონალურ მოძრაობას” ექნება, ორი „ევროპულ საქართველოს”, ხოლო 4 ოლქი ამ დრომდე დაკომპლექტებული არ არის.
