თბილისში მომხდარ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც ბიჭმა გოგონას ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
არსებული ინფორმაციით, ისინი შეყვარებულები იყვნენ და ამ ქმედებას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა.
დაშავებული ამ დროისთვის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი.
როგორც “კვირას” დამწვრობის ცენტრის დირექტორმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, გოგონას სხეულის 37% აქვს დამწვარი.
“სხეულის დამწვრობით შემოყვანილი ახალგაზრდა პაციენტის მდგომარეობა ამ დროისათვის მძიმეა. მას სხეულის 37 პროცენტი აქვს დამწვარი. ამ დრომდე შოკიდან არ გამოსულა, აღენიშნება ქვემო კიდურებისა და ბარძაყების დამწვრობა. მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საყურადღებო. რეანიმაციაში იმყოფება მეთვალყურეობის ქვეშ”, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.
კომენტარები