სამხედროები, რომლებმაც ჭუბერში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მიიღეს მონაწილეობა, ფულადი პრემიებით დაჯილდოვდებიან, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განაცხადა.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს აღნიშნულ სამხედროებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
“დღეს ბატონმა პრემიერმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა შეიარაღებულ ძალებს ჭუბერში, წყალდიდობის სალიკვიდაიო სამუშაოებში ეფექტიანი ჩართვისთვის. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამხედრო მოსამსახურეები ფულადი პრემიებით დავაჯილდოვოთ და ასევე მინდა, საჯაროდ ვთქვა, რომ ქართული შეიარაღებული ძალები მუდამ მზად იქნება ყოველთვის იდგეს იქ, სადაც ამის საჭიროებაა, იყოს მაქსიმალურად მხარდამჭერი, როდესაც მოსახლეობას დახმარება სჭირდება. ჩვენ მომავალშიც ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას იმისთვის, რომ აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა სხვადასხვა კრიზისული სიტუაციების განტვირთვის თვალსაზრისით“, – განაცხადა იზორიამ.
“სამხედროები, რომლებმაც ჭუბერში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მიიღეს მონაწილეობა, ფულადი პრემიებით დაჯილდოვდებიან“
2018/07/26 15:13:51

ნანახია: 944 ჯერ