“ბატონო ბიძინა, რატომ ჩათვალეთ რომ თქვენ ხართ ამ ერის სინდისი, ნამუსი? – რამე რეფერენდუმი ჩაატარეთ და ვინმემ მოგცათ ეს მანდატი? – ვინ მოგცათ თქვენ ამის უფლება, რომ საზოგადოება განსხეულდა თქვენში? რატომ იბრალებთ ერის მამა-მარჩენალობას, ვინ ხართ საერთოდ?! ჭეშმარიტება არ არის განსხეულებული თქვენში და ბევრი რამე არ იცით… თქვენ გამოსვლაში, რომელზეც გუნდი მუშაობდა აბსოლუტური აბსურდი ილაპარაკეთ, წარმოდგენა არ გაქვთ რაზე ილაპარაკეთ, “- ამ სიტყვებით მიმართა “ეროვნული ფორუმის” ყოფილმა ლიდერმა, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა გუბაზ სანიკიძემ, პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ტელეკომპანიის “კავკასია” ეთერში. გუბაზ სანიკიძემ ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ ეთერში მწვავედ გააკრიტიკა.
სანიკიძის აღნიშნულ განცხადებას საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში – “ფეისბუქი” გამოეხმაურა:
“გულბრაზი-ლიდერთმოძულე…
იცით, რა გამახსენდა,”თეთრი აქცია”… მცხეთიდან რომ წამოვედით “გრეჩიხებთან” ერთად… სტადიონი რომ გადავათეთრეთ… როგორც კი იყნოსა გულბრაზმა რეალური ლიდერების არსებობა და საკუთარი პერსონა, როგორც ყოველთვის, სადღაც, “ბაკავოი” პოზიციაზე, განაცხადა, ჩვენ ვემიჯნებით და რეგიონებში გავდივართო… ეგრევე “ჩააქაქა” საქმეში… მერე ვშაყირობდით, გუბაზა რიკოთის გვირაბში გაეჩხირაო… აღარსად გამოჩენილა…
პრინციპში,…ახლაც იქაა… სადღაც ტუნელში გაჩხერილი… ბოღმისგან და საკუთარ, არშემდგარ პიროვნებაზე დაბოღმილი“, – წერს ხათუნა ხოფერია.