თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი მესამე სართულზე გაჩნდა, დამწვარია საოჯახო ნივთები – 50 კვ.მ.
ადგილზე მუშაობს 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამ წუთებში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
კომენტარები