ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ჩემებოოო”- გვჩაგრავენ და “პადერჟკა” მინდა!!!
ერთი ახლობელი მყავდა, სულ მის სოფელზე ლაპარაკობდა და ყველაფერს ისე აღწერდა, სამოთხე გეგონებოდა. ხოდა, როგორც იქნა წაგვიყვანა, წაგვიყვანა და გადახრიოკებული, საქონლის სუნით აყროლებული, გასაცოდავებული ეზო-კარი დაგვხვდა. მასპინძელი კი ჩვენი აღფრთოვენების მოლოდინით თვალებში ისე შემოგვციცინებდა, რომ მივხვდი, ეს ეზო კარი და სოფელი კი არა, ის დრო და ბავშვობა უყვარდა და ენატრებოდა, აქ რომ გაატარა…
ჰოდა, გუშინდელ გადაცემაში “მზიურის” და წითელი ყელსახვევების გახსენების გამო აღშფოთებულებს მინდა ვუთხრა- თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ??? დიახ, მიყვარს ყელსახვევი, დედა ენაც, რაზმეულის საბჭოც, პიონერთა სახლიც, “მზიურიც”, “ორერაც” , სამშობლოც მიყვარს, დედაც, მამაც კომპოტიც, კეფირიც, ლენინგრადიც, ბაიკალის ტბაც და მერე რააა? აბა, “ბასიანისთვის” ასაკი აღარ მიწყობს ხელს , თორემ თქვენ გაჩვენებდით კლასს…. .( სერიიდან- ვაი, ჩვენს პატრონს და თქვენსასაც…)