საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს. კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. საკორინთლოს მკვიდრი ვასილ სალამაშვილი ამავე სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე 27ივლისს დააკავეს.
ის ცხინვალში წინასწარი დაკავების იზოლატორში ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით იყო მოთავსებული. ჯარიმის გადახდის შემდეგ, ის ქართველ სამართალდამცველებს გადასცეს ერგნეთში.
კომენტარები