ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, სოფელ ფერმასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 6 ადამიანი.
სამგზავრო ავტობუსი ტრაილერს შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, მომხდარის დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებული.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კომენტარები