„საქართველო მხოლოდ უნიკალური ტრადიციებისა და კულტურის შენარჩუნების გზით მოახერხებს გახდეს განვითარებული და ძლიერი ევროპული სახელმწიფო“, – ამის შესახებ საქარტველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბეშუმში განაცხადა.
„დღეს ბეშუმობა-შუამთობის დღესასწაულზე ხულოს უხუცესთა ფოლკლორულ ანსამბლს – ბერმუხას შევხვდი. ეს ადამიანები არიან იმის ნათელი მაგალითი თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი სამშობლოს უნიკალური ტრადიციები და გადავცეთ ისინი მომავალ თაობებს.
საქართველო მხოლოდ უნიკალური ტრადიციებისა და კულტურის შენარჩუნების გზით მოახერხებს გახდეს განვითარებული და ძლიერი ევროპული სახელმწიფო. ყველას გილოცავთ შუამთობას!“ – განაცხადა პრემიერმა.
კომენტარები