რუსეთში მომუშავე ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას შვილი ნიკოლოზ ხუბია მოსკოვში მდებარე საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას REN TV ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, 26 წლის ნიკოლოზ ხუბუტიას ჭრილობა თავში აქვს მიყენებული. იქვე იპოვეს იარაღიც. როგორც რუსული მედია წერს, სავარაუდოდ მან თავი მოიკლა, თუმცა რაიმე სახის წერილი არ დაუტოვებია.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. თავად მიხეილ ხუბუტია, რუსული მედიის ცნობით, სან-ტროპეშია.
მიხეილ ხუბუტია რუსეთში იარაღის მაღაზიათა ქსელის “კოლჩუგა”-ს მფლობელია. 1999 წლიდან მოყოლებული ის რუსეთში საქმიანობას და როგორც ცნობილია, მას უძრავი ქონების ბიზნესი აქვს. მას ახლო ურთიერთობები აქვს რუსეთის პოლიტიკურ წრეებთან. 2007 წელს მიხეილ ხუბუტია საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ქართველთა კავშირი რუსეთში”-ს პრეზიდენტად აირჩიეს.
imedinews.ge