საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, ლაგოდეხში ნაკრძალის ტერიტორიაზე, გურგენიანის ჩანჩქერთან დაკარგული სამი მოზარდის სამძებრო-სამაშველო ღონისძიება დასრულებულია
16, 18 და 19 წლის მოზარდები შემოვლითი გზით ლაგოდეხის სოფელ ხიზაში, მაშველების დახმარების გარეშ.ე დაბრუნდნენ.
ადგილზე მობილიზებული სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები რამდენიმე საათის განმავლობაში სამძებრო სამუშაოებს ყველა ტურისტულ მარშუტზე აწარმოებდნენ.
მოზარდები თავს კარგად გრძნობენ და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ნაკრძალის ტერიტორიაზე ექვსი მოზარდის ჩარჩენის შესახებ ინფორმაცია არ დადასტურდა. შეტყობინების ინიციატორმა, მოგვიანებით განაცხადა, რომ ჩანჩქერთან სამი მოზარდი იმყოფებოდა.
კომენტარები
