მამაკაცი, რომელსაც სვანეთში 8 შვილი სახლში ჰყავდა გამოკეტილი, დააკავეს.
ამირან დევნოზაშვილი სსკ-ის 150-ე მუხლითაა დაკავებული, რაც იძულებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ სვანეთში ამირან დევნოზაშვილის შვილები, მშობლების შეხედულებების გამო, არ დადიან სკოლაში და შეზღუდული აქვთ თავისუფალი გადაადგილება. დევნოზაშვილების ოჯახის შესახებ სახალხო დამცველმა ერთი თვის წინ გამოაქვეყნა დასკვნა, რომლიც მიხედვითაც, ბავშვების მამასთან მუშაობის რესურსი ამოიწურა და აუცილებელია არასრულწლოვანთა განცალკევება ძალადობრივი გარემოსგან.
კომენტარები