პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტი მუშაობს როგორ მარიხუანას, ასევე სხვა ნარკოტიკების საკითხზეც.
„ჩვენთვის მთავარია დაბალანსებული პოლიტიკის განხორციელება. ეს არის უმთავრესი პრიორიტეტი. ერთი მხრივ, ნარკოპოლიტიკა უნდა იყოს ჰუმანური, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, მიზნებს ვაღწევდეთ ჩვენი პოლიტიკით. უმთავრესია, რა თქმა უნდა, მომხმარებლის შემცირება, ამაზე იქნება აგებული თითოეული გადაწყვეტილება, რომელსაც მივიღებთ. მუშაობა გრძელდება. როგორც მოგეხსენებათ, გადაწყვეტილება არის მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მარიხუანას ნაწილში და აქ საჭიროა მკაცრი რეგლამენტაცია, რომ ვაკუუმი შეივსოს ამ მიმართულებით. ასევე გრძელდება მუშაობა სხვადასხვა სახის ნარკოტიკებთან დაკავშირებით, იქაც იქნება დაბალანსებული გადაწყვეტილებები მიღებული. მიზანი არის ჰუმანური ნარკოპოლიტიკა, მეორე მხრივ, შემცირდეს საქართველოში ნარკოტიკების მოხმარება და ამ პრინციპით ვიხელმძღვანელებთ.
ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები საშემოდგომო სესიაზე იქნება მიღებული”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
