მსახიობ კოტე თოლორდავას მეუღლე განო მელითაური, მსახიობ ზაზა ბეჟაშვილის გარდაცვალებას ეხმიანება და იმ ადამიანებს მიმართავს, ვისაც აწგარდაცვლილის დახმარება შეეძლო.
“მძულხართ ყველა, ვისაც მისი დახმარება შეეძლო და არ დაეხმარა, რეჟისორები, განსაკუთრებით ისენი პერფექტობას რომ თამაშობთ და ნახევარი თბილისი რომ ჩაალპეთ ბიოში უგულოები და უმრწამსოები ხართ! თქვენთვის არაფერი არსებობს ფულის და საკუთარი ინტერესების გარდა! არ დამავიწყდება არასდროს ერთ-ერთ მსახიობს მეგობარი დაეღუპა საკუთარ დაბადების დღეზე, თავი ჩამოიხრჩო) და ალკოჰოლის მიღების გამო გააგდეთ, როცა თავად ჩალპით ნარკოტიკებში, დაეღუპა მამა და გახმოვანებაზე მიიყვანეთ სახლში ჯერ არ გადმოსვენებული ადამიანის ფონზე!
უნამუსოები ხართ ყველა ტელევიზია და პროდიუსერი, ვისაც ელემენტარული სამსახურის მიცემა შეგეძლოთ და არ მიეცით, მოტივით რომ ხასიათი არ ჰქონდა კარგი, ჰქონდა პრობლემები ეს პრობლემები ამის გამო ჰქონდა, რომ დაატყვევეთ და გაჭირვებაში ამოხადეთ სული! ყველა მისი ნათესავი და შეძლებული ამხანაგი დღეს მოჩვენებით ცრემლებს რომ ღვრით! ვინც ფეხებზე დაიკიდეთ! ყველა, ვინც ხელს უწყობდით ცუდად ყოფილიყო,რათა თავად კარგი დრო გაგეტარებინათ!
ჩვენ ვაკეთებდით ყველაფერს რაც შეგვეძლო ამ რეალობაში, მე პირადად სიყვარულის და დარიგებების გარდა აღარაფერი შემეძლო მნიშვნელოვანი, რაც რეალურად შეუმსუბუქებდა ყოფას) მისთვის მიმეცა ბოლო პერიოდში რადგან ჩამოვშორდი კინოს, ტელევიზიას და ყველაფერს რაც წინა ცხოვრებას გამახსენებდა.! – რამდენ ადამიანს ყვარებიხარ,როგორ ვერც ერთმა ვერ მოვიცალეთ შენთვის?..”– წერს მელითაური სოციალურ ქსელში.