რეჟისორი ქეთი დოლიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“დღეს, ფეისბუკზე, დაახლოებით 10 განცხადება ვნახე, სხვადასხვა პარტია-გაერთიანება-დაჯგუფებების! ყველა ხმამაღლა გვპირდება, რომ უპირობოდ გაიმარჯვებენ 8 ოქტომბერს!
მე კი ვიცი, რომ გაიმარჯვებს “ქართული ოცნება”! ასე იქნება და მერე, არჩევნები რომ ჩაივლის, უნდა ყველა დაფიქრდეს, რისი გაკეთება ვერ მოესწრო (და ბევრი რამ ვერც მოესწრებოდა), სამართლიანობის აღდგენის პროცესი როგორ უნდა დაჩქარდეს და რაც მთავარია, “ოცნებაში” მოკალათებულ ნაცებს აღარ უნდა ჰქონდეთ ამდენი თანამდებობა, ჩვენი გულის გასახეთქად!!!
რა ცინიზმია, რომ ერთ-ერთი დაწესებულება (კოლმეურნეობის თავმჯდომარის სახელს არ დავასახელებ), თითქმის თავისი მთელი შემადგენლობით დგას ნაცების მიტინგზე, სელფებით ავსებს ფესისბუკს და მშვიდა, ბედნიერი აგრძელებს ცხოვრებას, დადის უცხოეთში 17-18-ჯერ, ჰყავს მფარველი “ოცნებიდან” და გულაოოოოობს!!!!! ძალიან ძნელია ამის ატანა!!!!”-წერს დოლიძე.