16 ივლის საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და ოდესის გუბერნატორმა “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე რეჯეფ ტაიფ ერდოღანის მხარდაჭერის ნიშნად, “ქავერზე” მასთან ერთ-ერთი ოფიციალური შეხვედრის ამსახველი ფოტო დააყენა. ფოტოს კომენტარებში არაერთი კრიტიკული მოსაზრება დაიწერა. ინტერნეტ-მომხარებლები მთელი მსოფლიოდან წერდნენ, რომ ერდოღანი დიქტატორი და ჰიტლერისა და პუტინის მასშტაბის ბოროტმოქმედია, რომ მისთვის ხელის ჩამორთმევა სიბინძურე და სირცხვილია, ვინაიდან მთელი ეს სპექტაკლი თურქეთში მისი დადგმულია და მას ქვეყანა ირანიზაციისკენ მიჰყავს. სააკაშვილს, ამ ფოტოს გამო, სოციალურ ქსელში არაერთი ქართველიც აკრიტიკებდა.
ირაკლი როგავა: ეს არის შესანიშნავი შანსი მიშასთვის, გამართლება უპოვოს 7 ნოემბრის და 26 მაისის სისასტიკეს. მთლად ბუტკების სახურავებზე თუ შემოყრიან ჯარისკაცების გვამებს ერდოღანისტები, პროფილის სურათადაც დაიყენებს რეჯეპ ტაიპს.
ლეო ნაფტა: ოდესის გუბერნატორს მიაწვდინეთ ვინმე მადლიანმა ხმა შეცვალოს ქოვერ ფოტო, ძალიან ტეხავს, მეტიც – სირცხვილია.
კრიტიკული კომენტარების შემდეგ, ოდესის გუბერნატორის “ფეისბუქის” გვერდზე “ქავერ” ფოტო ორ დღეში შეიცვალა და იგი ოდესის ნაციონალური ოპერის თეატრის ფოტომ ჩაანაცვლა. ახალი “ქავერის” კომენტარებში სააკაშვილს უწერენ, რომ ეს ფოტო წინას ჯობია.