სამედიცინო ცენტრ „ურანტის“ ხელმძღვანელი, ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე სოციალურ ქსელის საშუალებით ახალი ნარკოტიკული ნივთიერების შესახებ საზოგადოებას აცნობებს და შესაბამის რეკომენდაციას ავრცელებს.
“მინდა ყველა გავაფრთხილო ახალგაზრდები ვინც ამ ბოლო დღეებში საიტებიდან გამოიწერეთ ნივთირებები ის არ არის რადაც მას ასაღებენ ! არ არის გამორიცხული რომ ისევ კარფენტანილი იყოს! ვინაიდან ისევ ადამინები მოხვდენენ რეანიმაციაში და ისევ აძინებს და გადადიან კომატოზურ მდგომარეობაში! ფრთხიალდ იყავით! და გაუფრთხილდით თქვენ სიცოცხლეს ! მოიშორეთ ის თუ რამე გამოიწერეთ ამ ბოლო დროს ის სიკვდილია!
1. იწერენ ამ ნარკოტიკულ ნივთიერებებს ახალგაზრდები რომლებიც არ არიან დამოკიდებულები და ვითომ “გართობისთვის ” იყენებენ ამიტომ არ გააჩნიათ ტოლერანტობა და ხშირია ზედოზირება, რეალურად არ იციან რა ნივთიერებას იწერენ ხშირად.
2. რა უნდა ვქნათ როცა მაინც მივიღეთ
– ეცადეთ არ დარჩეთ მარტო
– თუ იგრძენით ძილიანობა დაურკეთ ან მშობელს ან მეგოაბრს რომ ის იყოს თქვენთან ერთად
3. ეცადეთ რომ მეგოაბრს უთხრათ რომ გადმოგირეკოს რამოდენიმე ხნის მერე და მოგიკითხოთ და თუ არ უპასუხებთ მოვიდეს აუცილებლად
-არ ჩაკეტოთ სახლის კარი და ეცადეთ რომ შეხვიდეთ აბაზანში თუ ხართ მარტო
– დარეკეთ 112 და მშვიდათ აუხსენით ოპერატორს რომ მიიღეთ რაღაც ნივთიერება და გრძნობთ თავს ცუდათ
– მეგობრებმა არ მიატოვოთ მარტო ის ვინც იცით რომ მიიღო რაღაცა და აუცილებლად დაურეკეთ 112 და მშვიდად უთხარით რა პრობლემაც არის, არავინ ამის გამო არ დაგსჯით.
– არ მიიღოთ არცერთი უცნობი სუბსტანციაა ვინც არ უნდა გითხრათ რომ უვნებელია და არაფერს გიზამთ !
– უამრავი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება არის დღეს და არავინ იცის რა რას გამოიწვევს ამიტომ გაერთეთ მაგათ გარეშე! სიცოცხლეზე ფასეული არაფერი არის !”-წერს ზურაბ სიხარულიძე.