თბილისში, ორთაჭალაში დაპირისპირების დროს ორი ადამიანი მოკლეს. მათ ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. დაპირისპირების დროს ასევე ორი ადამიანი დაიჭრა.
დაღუპულები 30 წლამდე არიან.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა ქუჩაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ე ქვეპუნქტით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
კომენტარები