რუსთავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს, შემთხვევა ბალანჩივაძის ქუჩაზე მოხდა.
ახალგაზრდას ჭრილობა მუცლის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული, მას ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.
შელაპარაკების დროს დაზიანებულ კიდევ ერთ ახალგაზრდას კი ტვინის შერყევა აღენიშნება.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
კომენტარები